IT სფეროს წარმომადგენლები ქვეყნის მომავლის დასაცავად

IT

IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდნენ. პროგრამისტები, დეველოპერები და IT-ში დასაქმებული სხვა ადამიანები 2 დღის განმავლობაში გაფიცვას აანონსებენ. მათი თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ "საქართველო!", "საქართველოს გაუმარჯოს!"

მომიტინგეები სოლიდარობას უცხადებენ პოლიტპატიმრებსაც და საპროტესტო გამოსვლებზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას ითხოვენ. 

მეტის ნახვა