ჯაბა ფუტკარაძე ქაქუთში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ეხმაურება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ქაქუთში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ეხმაურება. ჯაბა ფუტკარაძე სასაწყობე მეურნეობის შენობის ახალ მოიჯარესთან ნათესაურ კავშირებს უარყოფს და ამბობს, რომ გასხვისება კანონის ფარგლებში ხდება.

მისი თქმით კონკრეტულ პირებს, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს და საკითხით მანიპულირებენ. ფუტკარაძე ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ჩართულ მხარეებთან შეხვედრა ჰქონდა და მოლაპარაკებები კანონის დაცვით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოფელ ქაქუთში აქცია გაიმართა. მოსახლეობა, სოფელში არსებული ციტრუსის საწყობის გასხვისებას და 50-მდე ადამიანის უმუშევრად დატოვებას აპროტესტებდა. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ფუტკარაძეს პრობლემის მოსაგვარებლად 10 დღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები ანონსდება.

მეტის ნახვა