მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო - როგორია აპლიკაციის შევსებისა და გაგზავნის წესები?

მწვანე ბარათი

მწვანე ბარათის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დასრულდება.

აპლიკაციის შევსებისა და გაგზავნის პირობები ასეთია:

რეგისტრაცია იყო და არის უფასო.

რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov

თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.

რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.

სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე:

dvprogram.state.gov

აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.

შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა

მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.

მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას: https://ge.usembassy.gov/.../immigrant.../diversity-visa-ka/"- დაწერა აშშ-ის საელჩომ.

მეტის ნახვა