ოკუპანტებზე მორგებული სერვისი ბათუმის აგრარულ ბაზარში

ოკუპანტებზე მორგებული სერვისი ბათუმის აგრარულ ბაზარში. სავაჭრო ობიექტში, თითქმის, ყველა დახლზე, პროდუქტებს, აღწერა და ფასები, მხოლოდ, რუსულ ენაზე აქვთ დატანილი. ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ დასმულმა კითხვამ, რატომ არ არის წარწერები სახელმწიფო ენაზე, მოვაჭრეები გააღიზიანა. თვითდასაქმებულები გადაწყვეტილებას იმით ამართლებენ, რომ მომხმარებლების უმრავლესობა რუსია და მუშაობა ასე უფრო უადვილდებათ. რა პასუხი აქვს, თავად ბაზრის ადმინისტრაციას?

იმის მიუხედავად, რომ სამყაროს დიდი ნაწილისთვის, რუსეთი აგრესორი ოკუპანტია, საქართველოში საბჭოთა კავშირისს და რუსების მოტრფიალე ადამიანები, კვლავ, მრავლად არიან. აგვისტოს ომისა და რუსეთ-უკრაინის ომის თანამედროვე ქართველები, ჩრდილოელ აგრესორს კოცნას უგზავნიან და ოკუპანტს ეთაყვანებიან. ამის კლასიკური ნიმუში, ბათუმის ცენტრალურ ბაზარში, არაერთი შეგვხვდა.

ბოლო, რამდენიმე თვეა, ბათუმის ცენტრალურ ბაზარში, პროდუქტებზე, წარწერები რუსულ ენაზე გამოჩნდა. სურსათზე  აღწერები სახელმწიფო ენაზე, თითქმის, არსად შეგხვდებათ. მოვაჭრეები, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, სრულ კომფორტს უქმნიან. მეტიც, სექციებს შორის, მანიშნებელი ბანერებიც კი, რუსულადაა გამოკრული. ჩვენს მიერ  დასმულმა კითხვამ, რატომ არ არის წარწერები სახელმწიფო ენაზე, მოვაჭრეები გააღიზიანა, არსებული რეალობის  გადაფარვას ჩხუბით შეეცადნენ.

თვითდასაქმებულები გადაწყვეტილებას იმით ამართლებენ, რომ მომხმარებლების უმრავლრსობა რუსია და მუშაობა, ასე, უფრო უადვილდებათ.  კითხვაზე, რატომ აუცილებლად რუსულად და არა სხვა უცხო ენასა ან სახელმწიფო ენაზე, ასეთი არგუმენტები აქვთ.

ბაზარში, მხოლოდ, რძის  პროდუქციის რიგი  აღმოჩნდა, სადაც, ამ დრომდე, პრიორიტეტი ქართველი მომხმარებელია. წარწერებს რუსულად, აქ, თითქმის, არსად შეხვდებით. აქაურ მოვაჭრეებს, უჭირთ გააკრიტიკონ ისინი, ვინც, კომფორტი ოკუპანტებს შეუქმნა, თუმცა, ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია.

აგრარული ბაზრის შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის გაკონტროლება ადმინისტრაციის ვალდებულებაა. მენეჯერი ამბობს, რომ რუსული წარწერები მათთვისაც მიუღებელია და ამის გამო, მოვაჭრეებს არა ერთი შენიშვნა მისცეს. თუმცა, დახლებზე არსებული მდგომარეობა საპირისპიროზე მეტყველებს. საკითხით ტელევიზიის დაინტერესების შემდეგ,  ბაკურიძე ამბობს, რომ ზომები გამკაცრდება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, თითოეულ მოვაჭრეს,

ხდება თუ არა საჯარო სივრცეში არსებული მდგომარეობის კონტროლი ბათუმის მუნიციპალური  ინსპექციის მიერ? აქ, თავი იმ არგუმენტით იმართლეს, რომ ბათუმის აგრარული ბაზრის შენობა კერძო საკუთრებაა, რის გამოც,  შიდა სივრცეში განთავსებულ ბანერებსა თუ წარწერებს უწყება ვერ  გააკონტროლებს.  პრესსამსახურის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ კი აბრები გარე სივრცეში განთავსება, შესაბამის ზომებს მიიღებენ.

მეტის ნახვა