ორბელიანის ქუჩაზე ავტობუსის გაჩერება უსინათლოთა ბილიკზე დგას

წყალში გადაყრილი ხალხის ფული და სარისკო გარემო შშმ პირებისთვის.  ორბელიანის ქუჩაზე  ავტობუსის გაჩერება ზედ უსინათლოთა ბილიკზე დგას, არც მეტი არც ნაკლები ეს ყველაფერი ბათუმის ავტოტრანსპორტის წინ ხდება. აიპი, რომელიც მერიას წარმოადგენს, მოსაცდელების განთავსებაზე თავადაა პასუხისმგებელი. გამოდის, რომ კომპანიამ თავად დაარღვია კანონი და  უსინათლოთათვის ბილიკი ხალხის თვალის ასახვევად მოაწყო. რა რეაგირება ექნება თვითმმართველობას ფაქტზე? ჩვენთვის გაუგებარი დარჩა, მეორეა დღეა უწყების სამსახურები  TV 25-ის კამერის წინ საუბარს გაურბიან. არ გვპასუხობენ არც შპს ბათუმის ავტოტრანსპორტში. პასუხისმგებლობების თავიდან არიდების პარალელურად კი უსინათლო ადამიანების ბედი კვლავ საფრთხეშია. 

მეტის ნახვა