„ოცნების ქალაქში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციებს აანონსებენ

„ოცნების ქალაქში“  ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დაპირება ფუჭი აღმოჩნდა. უკიდურესად გაჭირვებულები ყვებიან, რომ მინისტრის მოადგილე მათ  ყველაფრის ანაზღაურებას დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ. მოქალაქეებს კითხვები აქვთ, სად უნდა გააგრძელონ ცხოვრება, იმ ფონზე, როცა ადგილობრივი ხელისუფლება მათზე პასუხისმგებლობას არ იღებს. მუყაოს ქალაქში მცხოვრებლები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციებს და ქუჩის გადაკეტვას ააანონსებენ. შეგახსნებეთ, ოცნების ქალაქში ხანძრის შედეგად 28 ივნისს ხუთი სახლი სრულად, ხოლო 4 ნაწილობრივ - დაიწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

მეტის ნახვა