ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს

უკრაინაში უდანაშაულო ადამიანებისა და ბავშვების ხოცვის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ქობულეთელი მეგი გოგიტიძე პუტინის მოსკოვში იმღერებს.

მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული მსოფლიო რუსეთის იზოლაციას ცდილობს და უკრაინას უცხადებს სოლიდარობას, როგორც ჩანს მეგი გოგიტიძისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ტერორისტულ სახელმწიფოში იგი ღონისძიებას 6 აგვისტოს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტზე ბილეთის ფასი 1 500-დან 5 000 რუბლამდე ეღირება.

მეტის ნახვა