ახალი ამბები • 1734529965
რატომ არ დაწყებულა ბათუმის მთავარი ნაძვის ხის დადგმა?
ბათუმში ქუჩების წინასაახალწლოდ მორთვა დაწყებულია - სხვადასხვა დეკორაციებისა და კონსტრუქციების შესასყიდად, მერიიდან 2 მილიონი დაიხარჯება. გამარჯვებული წელსაც აჭარგანათებაა, რომელიც ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო ღონისძიებები წელსაც ევროპის მოედანზე უნდა გაიმართოს. ჯერ ჯერობით უცნობია ვინ იმღერებს კონცერტებზე და რამდენი ლარი დაიხარჯება ჰონორარებისთვის. სამონტაჟო სამუშაობი 25 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს და ტრადიციულად, მთავარი ნაძვის ხეც ამ დღეს უნდა აანთონ. თუმცა, ქალაქის ხელმძღვანელობას ახალი წლის მთავარი ატრიბუტის დადგმაზე როგორც ჩანს ამ დრომდე არ უფიქრია. რატომ არ დაწყებულა აქამდე მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი და უკავშირდება თუ არა ეს აქციებს, რომელიც სწორედ ევროპის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიებზე იმართება? საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში კომენტარი არ გააკეთეს. ცნობისთვის, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ქილიკის საგანი გახდა, 2022 წელს მერიამ 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.
1728455482
1727447820