ახალი ამბები • 1746614340
რატომ ეზრდებათ ხელფასები სასაფლაოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც უმოქმედო ობიექტზე არიან დასაქმებულნი?
საზოგადოება
1667293356
რატომ ეზრდებათ ხელფასები სასაფლაოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც უმოქმედო ობიექტზე არიან დასაქმებულნი? კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის არგუმენტით, ანაზღაურება, მხოლოდ, ტერიტორიის დაცვის თანამშრომელს გაეზრდება. შეგახსენებთ, წლების წინ დაწყებული სასაფლაოს პროექტი ხარვეზებით შესრულდა. ახალი სასაფლაოს ტერიტორიის მოსაწყობად, ბათუმის მერიამ შესყიდვა 2015 განახორციელა.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“, უწყებამ, 3 მილიონ 400 ათასი ლარი გადაუხადა. ობიექტი კი, ექსპლუატაციაში, ამ დრომდე არაა შესული.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა