რეგულაციები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა - ჩამონათვალი

რეგულაცია

2022 წლის ნოემბრიდან, ქვეყანაში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება. ცვლილებები დღეიდან, 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება და თვის განმავლობაში რამდენიმე სიახლეს მოიცავს.

1-ელი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება

1-ელი ნოემბრიდან საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება. კერძოდ, რამდენიმე დღეში, DRG მეთოდოლოგიით, საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტებს კლინიკის მიერ წარდგენილ და სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს შორის სხვაობის დაფარვა აღარ მოუწევთ.

1-ელი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულებას დაიწყებს

1-ელი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულებას დაიწყებს. აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 1-ლი ივნისიდან. 2022 წლის პირველი ნოემბრიდან, სააგენტოს განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. ამ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია - პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს.  

მეტის ნახვა