ახალი ამბები • 1746614340
რიკოთის გვირაბთან კვლავ მეწყერი ჩამოწვა - უღელტეხილი ისევ ჩაიკეტა
საზოგადოება
1681217995
რიკოთის გვირაბთან, კვლავ, მეწყერი ჩამოწვა. ქვათაცვენის გამო უღელტეხილი ისევ ჩაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით აიკრძალა.
გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, მსუბუქი ავტომობილები შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით იმოძრავებენ, ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა