ახალი ამბები • 1750665598
როგორ გამოიყურებოდა საქართველო ევროპულ რუკებზე XVI-XVII საუკუნეებში? - გამოფენა
საზოგადოება
1671024157
როგორ გამოიყურებოდა საქართველო ევროპულ რუკებზე მე-16-18 საუკუნეებში, უნიკალური რუკების დათვალიერება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშია შესაძლებელი. ცნობილი მოგზაურების და კარტოგრაფების რუკებზე დეტალურადაა აღნიშნული საქართველოს სამეფოები, ერთიანი საქართველო, მისი რეგიონები, ქალაქები, ციხე ქალაქები და მდინარეები. გამოფენილი კოლექცია, სულხან სალაძეს ეკუთვნის.
წარმოდგენილია 26 რუკა და გრავიურა, რომლითაც დასტურდება, რამდენად დიდი როლი ჰქონდა ისტორიულად შავ ზღვას და ამ გზით ევროპულ ოჯახთან კავშირის იდეას. გამოფენა, ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს მიეძღვნა. მას ორგანიზება „ღია სივრცე კავკასიამ“ გაუწია.
გამოფენა, ხვალიდან ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გადაინაცვლებს.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა