ახალი ამბები • 1748595600
საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვის აკრძალვა - ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა დააკავეს
საზოგადოება
1672218760
ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვის გამო დააკავეს. იგი შიმშილობის დაწყებას და აჭარის მთავრობის სახლთან კარვის გაშლას აპირებდა.
ქარჩავა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ფსიქოლოგი სკოლებში უფასო კვების სისტემის დანერგვას ითხოვს. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს. შსს-ში ამ დრომდე არ განმარტავენ, რატომ დააკავეს მოქალაქე, რომელმაც საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვა სცადა.
„ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში ვარ. არ გამაშლევინეს კარავი და ხელი მეშლება ჩემი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში.“
წერს სოციალურ ქსელში დაკავებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ქარჩავა.

ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს
1746602495

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა