სექსით ვაჭრობა ღამის ბათუმში - პროსტიტუციის ადგილად ქცეული ზღვისპირა ქალაქი

პროსტიტუცია - სფერო, რომლის რეგულირებას,  ვთანხმდებით, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა,რომ საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობით მკაცრად აკრძალულია და მასთან ბძროლა პოლიციის პრეროგატივაა,  სამართალდამცველებისგან ფარულად, თითქმის ყველა ქალაქში, მათ შორის ბათუმში, არაერთი უკანონო ბორდელი ფუნქციონირებს. საკუთარ სხეულს ადამიანები საქართველოშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ძირითადად სიდუხჭირის გამო ყიდიან. ამას კი თან ბევრი პრობლემა ახლავს. საკითხი იმდენად სენსიტიურია, რომ წლების განმავლობაში მთავრობები მის გადასაჭრელად,  განხილვის დონეზე დაყენებასაც ვერ ახერხებენ. ამასობაში კი ზღვისპირა ქალაქი  სხეულით ვაჭრობის ეპიცენტრად იქცა. კორონავირუსის სახით, 21-ე საუკუნის პანდემია ყველა სფეროს შეეხო, ყველა პროდუქტი და სერვისი გააძვირა, თუმცა არალეგალურ ბიზნესს ვერაფერი დააკლო. გოგა ანთიძე და გერა კილაძე გიჩვენებთ, რა ხდება მაშინ, როცა ქალაქს ღრმა ძილით სძინავს.

როგორც კი, მზე ჩადის, ბათუმში, პროსტიტუცია იღვიძებს. ქალაქის ისტორიულ ნაწილში ახლა გაცხოველებული სხეულით ვაჭრობა მიმდინარეობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩუმად ხდება, მაგრამ, ისე, რომ ამის შესახებ ყველამ იცის. აქ დაგხვდებათ - ჩინელი, ვიეტნამელი, სამხრეთ კორეელი და სხვა აზიური წარმოშობის ქალები, რომლებიც,  შეფარვით, მასაჟის სალონებში არიან დასაქმებულები, თუმცა, მხოლოდ, მასაჟით არ შემოიფარგლებიან. ისინი სხეულით ვაჭრობენ. ფასები სხვადასხვანაირია 40 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე ადის. პანდემიის მიუხედავად კლიენტებს არ უჩივიან.

არალეგალურად მომუშავე სექსმუშაკების  ბორდელები, სამართალდამცავი უწყებებისგან ფარულად ფუნქციონირებენ. პროსტიტუციისთვის, ძირითადად, ერთმანეთთან ახლოს, ძველ ბათუმში არსებულ ფართებს ქირაობენ. არალეგალურად დასაქმებულები სტუმრებს პატარ-პატარა ოთახებში მასპინძლობენ, სადაც ანტისანიტარია და იაფფასიანი პარფიუმის მძაფრი სუნია. აქ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალი რისკიცაა.

უცხოელ სექს-მუშაკებს, მონდომებაში არც ადგილობრივები ჩამორჩებიან. ქართველი სხეულით მოვაჭრეები, პირდაპირ ქუჩაშიც შეგხვდებიან. პროსტიტუციის საქმიანობაში ჩართული პირები, სხეულით, სკვერებსა და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებთან ვაჭრობენ. სტუმრებს კი, ახლო მდებარე სასტუმროებში ეპატიჟებიან.

პროსტიტუციას სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირად ებრძვის, ზოგი ლეგალიზაციით და ზოგიც, აკრძალვით. საქართველო მსოფლიოს იმ სახელმწიფოებს შორისაა, სადაც სხეულით ვაჭრობა სრულად არალეგალურია. კანონში ვკითხულობთ, რომ სხეულით ვაჭრობა საქართველოს სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული კოდექსით ისჯება, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორ შეუფერხებლადაც ხორციელდება, ეს საქმიანობა, თავადაც ნახეთ. იმის მაგივრად, რომ პროსტიტუციასთან ბრძოლა პოლიციის, ერთ-ერთი, პრიორიტეტი  იყოს, გომელაურის უწყება უმოქმედოა, დანაშაულზე თვალს ხუჭავს და შედეგად, ქალაქში, სექს-მუშაკებიც მრავლად არიან.

ფაქტია, რომ  სახელმწიფო პროსტიტუციის  კონტროლს ვერ ახერხებს. ძველ ბათუმში მცხოვრებლები ფაქტით, შეწუხებულები არიან. ჩვენ დავინტერესტდით, როგორ მუშაობს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო პროსტიტუციასთან საბრძოლველად და განიხილება თუ არა სხეულით ვაჭრობის აღკვეთის გზები.

პრობლემის აქტუალურობის მიუხედავად, საკითხი იმდენად სენსიტიურია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მთავრობები  ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას თავს არიდებენ. საქართველოში რელიგიურ-კულტურული ფონიდან გამომდინარე, პროსტიტუციის რეგულირების მიმართულებით, დიდი სიფრთხილეა საჭირო, ერთის მხრივ, შესაბამისი მოდელის მოძებნისა და შემდეგ, მისი ქართული რეალობისათვის მორგების კუთხით. ფაქტია, რომ „ოცნების მთავრობა“ აღნიშნულ საკითხზე, ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, მეტიც,  პრობლემა, სახელისუფლებო დონეზე, განხილვის თემაც კი არაა.

მეტის ნახვა