ახალი ამბები • 1701337917
სრულად დისტანციურ რეჟიმში მყოფი სტუდენტები სამხედრო სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებენ | ცვლილებები კოდექსში

მორიგი ცვლილებები თავდაცვის კოდექსში. სტუდენტები, რომლებიც სრულად დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ, სამხედრო სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებენ. სიახლე ეხება მათაც, ვინც უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, თუმცა გამგზავრების ვალდებულება არ აქვს და სწავლას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს.
მათ კანონპროექტის ინიციატორები რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამას ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამას სთავაზობენ ან განსაზღვრული სამხედრო სამსახურის სახეებიდან ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობას.
რაც შეეხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, ცვლილებების თანახმად, პირს უფლება აქვს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს, თუმცა ეს არ აჩერებს მის მოქმედებას.
დოკუმენტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და მის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221