წელს, შიდსის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

შიდსი

2023 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, 1989 წლიდან დღემდე, სულ 10 338 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათგან 7 736 - კაცი და 2602 - ქალია. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მათი რიცხვი 2 185 პირს შეადგენს.

მიმდინარე წელს აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშან შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.

ანტირეტროსულ თერაპიას 6 362 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41- ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:

* 32,2% - ნარკოტიკების ინექციური მოხმარება

* 51,7% - ჰეტეროსექსუალური კონტაქტი;

* 13,4 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან

* 1,2 % - ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა;

* 0,4 % - სისხლის გადასხმა

* 1,2 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.

რაც შეეხება აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას, შემთხვევის უმეტესობა თბილისში აღინიშნება (3 889 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა); შემდეგ სამეგრელოში - 1 315; იმერეთში - 1 246; აჭარაში - 1 236; აფხაზეთში - (559); კახეთში - (504); ქვემო ქართლში - 648; შიდა ქართლში (401); გურიაში (214); სამცხე-ჯავახეთში (148) და ა.შ.

მეტის ნახვა