იტალიაში, სახლის ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლიცია იტალია

იტალიაში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას ძარცვას ედავებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველი დაზარალებულის სახლში ფანჯრიდან შევიდა და ძვირფასეულობა მოიპარა.

ბრალდებულ 33 წლის კაცს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მეტის ნახვა