ახალი ამბები • 1714727099
იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
უცხოეთი
1711693800
იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ქალაქ მატერაში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 29 წლის კაცი ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობდა და მანამდე ნასამართლევი არ იყო. 20 მარტს პოლიციაში, ქალაქის ცენტრში მდებარე ბუკმეკერული კომპანიის დაყაჩაღების შესახებ შეტყობინება შევიდა.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კაცი კომპანიაში სამზარეულოს დანით შეიჭრა და 6 000 ევრო მუქარით წაიღო. ამის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. საქართველოს მოქალაქის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნაძარცვი თანხა იპოვა. გარდა ამისა, სახლთან არსებულ ნაგვის ურნაში იპოვეს ტანსაცმელი, რომლითაც მან კომპანია დააყაჩაღა.
ქართველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ბათუმში ხანძარია
1713704195
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
1714994077
მეტის ნახვა