ახალი ამბები • 1746614340
ხარაჩოების ქურდობისთვის საბერძნეთში ქართველი დააკავეს
უცხოეთი
1695968971

საქართველოს მოქალაქე დააკავეს საბერძნეთშიც. მას სამშენებლო ობიექტიდან ხარაჩოების მოპარვას ედავებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 42 წლის ქართველს თანამზრახველი ჰყავდა. იგი 25 წლის ინდოელთან ერთად მოქმედებდა.
გამოცემა წერს, რომ ქურდობის ფაქტის შესახებ პოლიციას ერთ-ერთმა მოქალაქემ აცნობა, რომელმაც დაინახა, როგორ ავსებდნენ დამნაშავეები ავტომობილის საბარგულს სამშენებლო ნივთებით.
დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს.
"ქართველმა, რომელიც მანქანას მართავდა და ინდოელმა მგზავრმა ადგილობრივი სამშენებლო უბნიდან ხარაჩოების მოპარვა აღიარეს. ბოლო პერიოდში, მშენებარე კონსტრუქციებიდან ხარაჩოების და სხვა მასალების ქურდობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა", - წერს მედია.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა