ახალი ამბები • 1751273063
ხვალ, პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას მოაწერს ხელს
უცხოეთი
1664448444

ხვალ, 30 სექტემბერს პუტინი ხელს მოაწერს შეთანხმებებს ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ. ამის შესახებ განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
"ხვალ გეორგიევსკის დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა. იქნება პუტინის მოცულობითი გამოსვლა", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებულ 4 რეგიონში - დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილში "რუსეთთან შეერთების" ფსევდორეფერენდუმები რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა. კრემლი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა "რუსეთთან შეერთებას". ამ "რეფერენდუმებს" დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა