პოლონეთში, დააკავეს ქართველი, რომელმაც მოხუცი გაძარცვა

დაკავება

პოლონეთში, დააკავეს ქართველი, რომელმაც მოხუცი გაძარცვა. შემთხვევა ნამისლავსკას ქუჩაზე არსებულ ბაზარში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ დაზარალებულის უყურადღებობით ისარგებლა და ჩანთიდან ფული ამოიღო.

თვითმხილველების მყისიერი რეაქციის შედეგად, ქურდობაში ბრალდებული დაიჭირეს და ფული მფლობელს უკან დაუბრუნეს.

"ამოღებული თანხა, 1000 ზლოტის ოდენობით, მფლობელს დაუბრუნდა. საქართველოს მოქალაქეს პოლიციასთან შეხვედრის თავიდან აცილება სურდა. მან დაარწმუნა თვითმხილველები, რომ მსგავსი ვითარება აღარასოდეს განმეორდებოდა, თუმცა მოწმეებმა ის ფორმიან ოფიცრებს გადასცეს. სამართალდამცველებმა 52 წლის კაცი დააკავეს. იგი იაგიელონსკის ქუჩაზე პოლიციის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს", - წერს მედია.

გამოძიების მიმდინარეობისას, ცნობილი გახდა, რომ ქართველი ქურდობისთვის ადრეც დაიჭირეს და მან სასჯელიც მოიხადა.

დაკავებულს 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტის ნახვა