ახალი ამბები • 1713892399
პოლონეთში, კატალიზატორის ქურდობისთვის კიდევ 1 ქართველი დააკავეს
პოლონეთში, კატალიზატორის ქურდობისთვის კიდევ 1 ქართველი დააკავეს. 31 წლის კაცს ბრალი უკვე წაუყენეს და 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქურდობის ფაქტი ლუბლინის რამდენიმე რაიონში მოხდა. დამნაშავე კატალიზატორებს ავტოსადგომებზე გაჩერებული მანქანებიდან იპარავდა. ზარალმა 20 000 ზლოტს გადააჭარბა.
"ქურდი საკმაოდ ზედმიწევნით არჩევდა სატრანსპორტო საშუალებებს და მისი ქმედებები ყოველთვის ძალიან სწრაფი იყო. სულ დაიკარგა 5 კატალიზატორი და ადგილი ჰქონდა ქურდობის 2 მცდელობას. ზარალი შეფასდა 20 000 PLN-ზე (ზლოტი) მეტს", - ამბობს კამილ გოლენბიოვსკი, ლუბლინის მუნიციპალური პოლიციის შტაბის სპიკერი.
გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეს სავაჭრო ცენტრიდან მოპარული ჰქონდა ჩანთა და საფულე.
დაკავებულს 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
1711347478
1711015419
1710332573