პოლონეთში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

დაკავება პოლონეთი

პოლონეთში, პოზნანის აეროპორტში მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რადგან მას ყალბი პირადობის მოწმობა ჰქონდა და ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდა.

"სასაზღვრო დაცვის საინფორმაციო სისტემებში მამაკაცის მონაცემების რუტინული შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ დაკავებული 39 წლის ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა, რადგან დასაშვები ვადის გამოყენების შემდეგ პოლონეთიდან არ გასულა", - წერს პოლონური მედია.

კაცი დაკავების ორდერით იძებნებოდა. 39 წლის ქართველს 50 დღიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა დაკავებულმა, თავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს სახით, 1 000 ზლოტი გადაიხადა. საბოლოოდ, მას ქვეყანაში შესვლა ექვსი თვის ვადით აუკრძალეს.

 

ფოტო: არქივიდან

მეტის ნახვა