ახალი ამბები • 1746614340
პოლონეთში, სასტიკ დანაშაულში ბრალდებულ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
უცხოეთი
1696227614

პოლონეთში, სასტიკ დანაშაულში ბრალდებულ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საუბარია 2018 წლის 20 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც კაცმა მეგობარი ქალი მოკლა, ცხედარი კი ჩანთაში მოათავსა და პარკში დატოვა.
დამნაშავე უკრაინაში დააკავეს. თავდაპირველად, მას 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კაცს თავისუფლება სამუდამოდ აღუკვეთეს.
"მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულიდან ხუთი წელი გავიდა, ბრალდებულს ჯერ კიდევ არ აქვს ნეგატიური დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ჩაიდინა და პირიქით, თავს მსხვერპლად თვლის. ამიტომ, 25-წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ, ის მაინც საშიშროება იქნებოდა გარშემომყოფებისთვის", - განაცხადა მოსამართლემ.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა