საქართველომ თურქეთს მკვლელობისთვის ძებნილი პირი გადასცა

დაჭრილი

საქართველომ თურქეთს მკვლელობისთვის ძებნილი პირი გადასცა. საქმე ეხება მეზობელ ქვეყანაში, 2020 წელს მომხდარ შემთხვევას, როცა კაცმა თანამშრომელი სასიკვდილოდ დაჭრა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტის შემდეგ, დამნაშავემ ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ინტერპოლთან ერთობლივი მუშაობის შედეგად კი, მკვლელი თურქეთში დააბრუნეს.

მეტის ნახვა