თურქეთში, დააკავეს ქალი, რომელიც ქუჩაში საცურაო კოსტიუმით სეირნობდა

დაკავებული ქალი

თურქეთში, დააკავეს ქალი, რომელიც ქუჩაში საცურაო კოსტიუმით სეირნობდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გამოცემის ცნობით, მელისა პროკურატურამ მას შემდეგ დააკავა, რაც ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოდელი გაათავისუფლეს. მას სასჯელის სახით, ბიბლიოთეკაში კვირაში ორჯერ მისვლა და წიგნის „მორალური და სოციალური ფასეულობები“ წაკითხვა დაევალა.

გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, აიდინალპიმ სამართალდამცავებს ბიბლიოთეკის მიერ მომზადებული დიაგრამა უნდა წარუდგინოს, სადაც მის მიერ წაკითხული წიგნების სია იქნება ასახული. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, აიდინალპის აეკრძალა მოგზაურობაც.

მეტის ნახვა