ბათუმს "თამარისის" ახალი ფილიალი შეემატა

„თამარისი“ - ოპტიკური კომპანია, რომელიც ზრდას არასდროს წყვეტს და მოქალაქეებს მუდმივად ინოვაციურ სიახლეებს სთავაზობს. სწორედ მაღალი პასუხისმგებლობის გამო, „თამარისი“ უკვე 25 წლიან ისტორიასა და არაერთ კმაყოფილ მომხმარებელს ითვლის. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ რეგიონში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა.

2023 წლის ზაფხულს „თამარისი“ სიახლით ხვდება - ოპტიკურმა კომპანიამ კლინიკა „მედცენტრში“ ახალი ფილიალი გახსნა. პრეზენტაციას გუნდის თანამშრომლები, მენეჯერები, ექიმი-ოფთალმოლოგები და ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„თამარისი“ მომხმარებელს საუკეთესო კოლექციას, საუკეთესო ფასად სთავაზობს. ნებისმიერი მსურველისთვის მზის და ოპტიკური ბრენდული სათვალეების, ასევე, ფერადი და კონტაქტური ლინზების შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ფილიალში მისულ მომხმარებლებს დახვეწილი გარემო და სათანადო მომსახურება დახვდებათ.

მუდმივად განახლებადი კოლექცია და სათვალის უნიკალური მოდელები კომპანიის წარმატების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. „თამარისი“ – 25 წელი თქვენს სამსახურში!

მეტის ნახვა