ბათუმში, "გურმანის" პირველი ფილიალი გაიხსნა

ბათუმს კიდევ ერთი, ახალი დაწესებულება შეემატა, რომელშიც ნახევარფაბრიკატების, ძეხვეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანია წარმოდგენილი. „გურმანი“ თითოეულ მომხმარებელს მზა პროდუქტებსაც სთავაზობს. ხარისხიანი, ახალი და ჯანსაღი პროდუქციით დამზადებული ნაწარმის შეძენა გორგილაძის 109 ნომერში შეგიძლიათ.

ბათუმში, ქუთაისური ბრენდის ისტორია იწყება. „გურმანი“ - ასე ჰქვია სივრცეს, რომელიც გორგილაძის 109 ნომერში გაიხსნა. კვების ობიექტი ახალ ხორცს, ძეხვეულს, ნახევარფაბრიკატებს, მზა კერძებსა და საკონდიტრო ნაწარმს გთავაზობთ. „გურმანის“ პროდუქციით სარგებლობა საშუალებას მოგცემთ რამდენიმე წუთში გააწყოთ ქართული სუფრა და თქვენი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზოგოთ.

კვების საწარმომ ოპერირება 1992 წელს, ქუთაისში, ორი სახის ხორც-პროდუქტის დამზადებით დაიწყო. შემდეგი იყო მძიმე ფინანსური კრიზისი და შეწყვეტილი სამუშაო პროცესი. „გურმანმა“ ფუნქციონირება უკვე 2001 წელს, ახალი დაფინანსებით, სტრატეგიითა და გეგმებით განაახლა. 2007-2008 წლებში, მილენიუმის ფონდისა და USAID-ის დახმარებით, კომპანიამ 125 000 ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო და ამ თანხით, თანამედროვე ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარები შეიძინა. ტექნიკამ საწარმოს განვითარება და  ახალი სამუშაო ადგილები შექმნა განაპირობა.

განვითარებასთან ერთად, იზრდებოდა „გურმანის“ მომხმარებელთა რიცხვიც. ხარისხიანი, ჯანსაღი და ახალი - ასე ახასიათებენ ერთგული მყიდველები საწარმოს პროდუქციას.

„გურმანი“ წლებია თანამშრომლობს აშშ-ს, ჰოლანდიისა და სხვა ევროპული ქვეყნების კვალიფიციურ ექსპერტებთან, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ საწარმოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. 2015-2016 წლებში, ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, "გურმანს", იმერეთის საუკეთესო საწარმოს და საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი მიენიჭა. კომპანია ზრდას არ წყვეტს და ახალი ფილიალების გახსნას აანონსებს.

მეტის ნახვა