"ლიბერთი განათლებისთვის" - პროგრამის ფარგლებში, ქალი ფერმერები გადამზადდნენ

ლიბერთი განათლებისთვის - პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოში მცხოვრები ქალი ფერმერები გადამზადდნენ. 300-მდე მეწარმემ ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

ტრენინგები ისეთ მნიშვნელოვან თემებს აერთიანებდა, როგორებიცაა: მეწარმეობა, საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ბიზნესგეგმის შედგენა, საბანკო პროდუქტები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ასევე საგრანტო პროგრამები. პროექტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა  და ლიბერთის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

მეტის ნახვა