როგორ ვიშრომოთ - რა შეიცვალა დასაქმებულებისათვის და სამსახურის მაძიებლებისთვის?

შრომითი პირობები, უსაფრთხოება, ღირსეული პირობები, თანაბარი ანაზღაურების უფლება - ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებისათვის ევროკავშირი წლებია გვაძლიერებს. დასავლეთს, ფინანსურთან ერთად დიდი საექსპერტო შრომა აქვს გაწეული ჩვენი კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოებისათვის.

ჩანართში „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ვსაუბრობთ სწორედ ამ ცვლილებებზე, რისი გაკეთება შევძელით და სად ჩამოვრჩებით.

გადაცემის სტუმრები არიან ეკატერინე ქარდავა, ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარე და დიმიტრი ცქიტიშვილი, უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, რომელიც შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორია.

მეტის ნახვა