სურვილები სრულდება "ბერმელში"

„ბერმელი“ 20 წლისაა. ამ დროის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ძირითადად ქართული კაპიტალით, ადგილობრივ მსესხებელთა ფინანსებით საქმიანობს და მას ამ ფინანსების გაზრდის რეალური შესაძლებლობები აქვს. დაარსების დღიდან, კომპანია ასი ათასობით ადამიანს მოემსახურა და მომხმარებლებში პოზიტიური იმიჯიც შეიქმნა. რეპორტაჟიდან გაიგებთ, როგორ შეიქმნა „ბერმელი“ და რა გზა გაიარა ორგანიზაციამ 2000-დან 2023 წლამდე.

ყველაფერი 2000 წელს, შპს „აჩიკოს“ სახელწოდებით დაიწყო. ამ წლების განმავლობაში, 5000 ამერიკული დოლარის სასესხო კაპიტალით შექმნილი გუნდი იზრდებოდა, ვითარდებოდა და დღეს უკვე, მას საზოგადოება „ბერმელის“ სახელით იცნობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თავდაპირველად, მხოლოდ 50-მდე მომხმარებელს ემსახურებოდა, ახლა კი, კომპანიის სერვისებით 20 000-მდე ადამიანი სარგებლობს.

დაარსების შემდეგ, „ბერმელში“ მენეჯმენტის ეფექტური სტრუქტურა ჩამოყალიბდა, დაინერგა ახალი სასესხო სერვისები და გაფართოვდა სამოქმედო არეალი. ოპტიმალური მომსახურების შედეგად, კომპანია სტაბილურობას უკვე 20 წელია ინარჩუნებს. ზრდისა და განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად „ბერმელი“ თანამშრომლებს მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საიუბილეო თარიღზე დასაქმებულები მადლობის სიგელებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრი კომპანია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობას აგრძელებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიზანი ფინანსური სექტორის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა და მომხმარებელთა რიცხვის გაზრდაა. ხელსაყრელი საკრედიტო პირობების მქონე ორგანიზაცია თითოეულ ადამიანს იპოთეკურ, სამომხმარებლო, სალომბარდო, ბიზნეს და ავტოსესხს სთავაზობს. სურვილები სრულდება „ბერმელში“.

მეტის ნახვა