ნივრის სუპ-პიურე - ამ მადისაღმძვრელ სუპზე გიჟდებიან იტალიელები

ნივრის სუპ-პიურე

ნივრის სუპ-პიურე - ამ მადისაღმძვრელ სუპზე გიჟდებიან იტალიელები. გთავაზობთ მარტივ რეცეპტს.

ინგრედიენტები

ნიორი 60გ
ხახვი 150გ
მწვანე ხახვი 400გ
კარტოფილი 350გ
ქათმის ბულიონი 1,5ლ
ნაღები 125მლ
პური 150გ
გამღვალი კარაქი 4 სუფრის კოვზი
ძირა 0,5 ჩაის კოვზი
მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
მარილი
შავი წიწაკა

მომზადების წესი:

1.მცენარეული ზეთი გააცხელეთ ქვაბშუ, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი (ორივე სახეობა). საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ 5 წუთი.

2.დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი, დაჭრილი ნიორი და მოთუშეთ 10 წუთი.

3.დაუმატეთ გასუფთავებული და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ძირა, წიწაკა, მარილი, სანელებლები და ბულიონი. აადუღეთ. მოხარშეთ 20 წუთი დაბალ ცეცხლზე.

4.ტაფაზე გააცხელეთ დარჩენილი გამღვალი კარაქი და დაუმატეთ დაჭრილი პური. შეწვით 10 წუთი.

5.სუპში ჩაასხით 33% ცხიმიანი ნაღები, მოურიეთ და აადუღეთ. ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ, უნდა მიიღოთ პიურეს კონსესტენცია.

6.გააფორმეთ მწვანილით და ორცხობილით.

გემრიელად მიირთვით! 

 

წყარო: gasrtonomia.ge

მეტის ნახვა