ახალი ამბები • 1746614340
"ბატონებთან" დაკავშირებულ რიტუალებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
კულტურა
1673330872

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:
"ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები";
"გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია";
"რთველის ტრადიცია საქართველოში";
"მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი";
"მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია";
"ინფექციურ დაავადება "ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში".
ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანება გუშინ, 2023 წლის 9 იანვარს ამოქმედდა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა