ახალი ამბები • 1714727099
ბათუმში, წლის წარმატებული ხელოვანები დააჯილდოვეს
კულტურა
1703510841
ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. „წლის ხელოვანად “ ნატალია ორაგველიძე და ვახტანგ გორდაძე დასახელდნენ, ზურაბ ფირცხალაიშვილს, ანზორ ჯაველიძესა და თეიმურაზ ბოლქვაძეს „რჩეული ხელოვანის“ ტიტული მიენიჭათ.
ნომინაციაში „წლის დებიუტანტი“ ჯილდო ალეკო ქედელიძესა და კესარია ალელიშვილს გადასცეს. „წლის კულტურის მუშაკად“ ლილი ვარშანიძე, შორენა ცინცაძე, ემზარ შავლიძე, ქეთევან გიორბელიძე და ნინო ნუცუბიძე დასახელდნენ. პროექტი ბათუმის მერიის ორგანიზებით ხორციელდება.
ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად უწყების პრესსამსახურმა მოგვაწოდა.
ბათუმში ხანძარია
1713704195
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
ბათუმში, საშაურმის ვიტრინა გატეხეს
1714059579
კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა
1712643388
ბათუმში, მანქანა გატეხეს
1712137639
მეტის ნახვა