ახალი ამბები • 1746614340
ძველ ბათუმში კიდევ ერთი შენობა დაანგრიეს
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, რომლისგანაც მხოლოდ ფასადია დარჩენილი. კომახიძის 1 ნომერში, ინვესტორი ახლა, კედლის მიმდებარედ, სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს, დაგეგმილია ხანძარს გადარჩენილი ძეგლის ფასადის ადაპტაცია-რეაბილიტაცია.
სამუშაოები შპს „გარდენ ქიი“-მ დაიწყო, რომელმაც შესაბამისი სამუშაოების ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან მიმდინარე წლის 14 ივნისს მიიღო. სააგენტოს ინფორმაციით, დეველოპერი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, სადაც ფასადი შენარჩუნებული იქნება.
პირველი სართული, კომერციულ ფართს დაეთმობა. საბოლოოდ, შენობა, თანამედროვე ვიზუალის იქნება. ობიექტი, „გარდენ ქიი“-მ 2024 წლის 14 დეკემბერს უნდა ჩააბაროს.
სატელევიზიო კომენტარი არც მშენებელ კომპანიაში გააკეთეს და არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. როგორც ადგილზე გვითხრეს, საინფორმაციო დაფას, დღის ბოლომდე გააკრავენ.

1739131407