ახალი ამბები • 1746614340
პარლამენტის კულტურის კომიტეტი მაღალმთიან აჭარაში სახელოვნებო განათლების მდგომარეობას გაეცნო
კულტურა
1681291674
პარლამენტის კულტურის კომიტეტი, მაღალმთიან აჭარაში, სახელოვნებო განათლების მდგომარეობას გაეცნო. სხდომაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ მოხსენებები წარადგინეს.
მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კულტურის მიმართულებით ბიუჯეტიდან 30 მლნ. ლარია გამოყოფილი, რომლის ნაწილი სახელოვნებო განათლების მიმართულებაზეცაა გათვლილი. კომიტეტის წევრებმა, ასევე, მოისმინეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა