"თოფუზი 2023" - ანიმაციური ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

ანიმაციური ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ , საპრემირო ჩვენებით, ოფიციალურად გაიხსნა. აჩვენეს დავით სიხარულიძის "ჩაკრულო". „თოფუზი 2023“-ის ფარგლებში, ჩვენებები უკვე მოეწყო ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში.

წინა წლებისაგან განსხვავებით, წლევანდელ ფესტივალზე ქართული ანიმაციური ფილმებიცაა წარდგენილი. იქნება ვორქშოპებიც. საუკეთესო ნამუშევრებს კი სპეციალური ჟიური შეარჩევს. ფესტივალი 18 ნოემბერს სრულდება.

მეტის ნახვა