როგორ გესმით გაჭირვება? - გამოკითხვა

ძნელი, რთული, მძიმე, - ასე ახასიათებენ მოქალაქეები ერთი სიტყვით  გაჭირვებას. თუმცა როგორც აღმოჩნდა, სიტყვა გაჭირვება ადამიანებში მხოლოდ მატერიალურ სიდუხჭირესთან არ ასოცირდება. ნაწილისთვის, ეს უმუშევრობაა, ნაწილისთვის დაბალი ანაზღაურება, რომლითაც თავის გატანა უჭირთ.  რა არის და როგორ ესმით გაჭირვება ხალხს?

უკეთ გადმოსცემს  სათქმელს კითხვაზე, რა არის გაჭირვება. ადამიანების თქმით, ეს სირთულეა, როცა ხედავ, გინდა, გჭირდება და ვერ ყიდულობ. როცა ვერ აცმევ და ვერ ასწავლი შვილებს, როცა ვერ კვებავ ოჯახს, ვერ მიდიხარ ექიმთან, ვერ აბრუნებ ვალს, არ გაქვს საცხოვრებელი. ეს არის, ისეთი შეზღუდული შესაძლებლობა, რომელიც სხვა გასაჭირსაც წარმოქმნის.

მოხუც ცოლ-ქმარს ერთმანეთის იმედი აქვს, ჭირშიც და ლხინშიც, თუმცა, მაინც უპატრონობაზე საუბრობენ და ამ სიტყვაში, ისინი ხელისუფლებას გულისხმობენ. გულგრილ მმართველობას, რომლისგანაც მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. მათი აზრით,  დღეს, ხალხის მთავარი გაჭირვება „ქართული ოცნებაა“.

მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვება, უპირველესად, უფულობასთან, უმუშევრობასთან და დაბალ შემოსავალთან  ასოცირდება, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტებისთვის, ეს, თავისი შინაარსით, ახლო და რთული სიტყვა, მათ ბევრ არამატერიალურ გასაჭირსაც ახსენებს.

მაშინ, როცა ადამიანების ნაწილისთვის, გაჭირვება, მოქალაქეებში დაბალი შეგნება და მწირი განათლებაა, მეორე ნაწილისთვის, ეს სიტყვა  სიზარმაცესთან ასოცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები, ხშირად, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, მოქალაქეების თქმით, დღეს, გაჭირვება, ადამიანებს შორის დაკარგული შიში, პასუხისმგებლობები, პატივისცემა, სიყვარული და სინანულია.

მეტის ნახვა