ახალი ამბები • 1751273063
ბათუმი კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
განათლება
1655982073
„აკადემიური კეთილსინდისიერება და დისტანციური სწავლება საგანგებო სიტუაციის დროს“ - ბათუმი კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იმართება.
კონფერენციის მთავარი მიზანი აკადემიურ კეთილსინდისიერების დაცვასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებაა. განხილვის ძირითადი თემა პანდემიის პირობებში შექმნილი საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ვითარება, ონლაინ სწავლების პროცესი და ამ ფონზე, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებია.
შეხვედრას 15 უმაღლესი სასწავლებლისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა