ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს, სასწავლო წლის დაწყება, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მიულოცა. ახალგაზრდებს  რექტორმა, დეკანებთან ერთად გააცნო საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანთლებლო პროგრამები, სტიპენდიების მოპოვების საშუალებები, გაცვლითი პროგრამები და სხვა დეტალები.

ბსუ-ში , 2023-2024 სასწავლო წლისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებით, 1561 სტუდენტი ჩაირიცხა. აქედან, 400 პირველკურსელი, ათ პრიორიტეტულ პროგრამაზე ისწავლის, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. უნივერსიტეტში ჯამში,  შვიდ ფაკულტეტზე, 7 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათგან, 750-მდე უცხოელია. 

მეტის ნახვა