ბსუ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმს მასპინძლობს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებაზე 40-მდე დამსაქმებელი კომპანიაა წარდგენილი, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ასამდე სამუშაო ადგილს სთავაზობენ.

დასაქმების მსურველები ეცნობიან პირობებს, რომლებიც მათთვის ხელსაყრელია. ფორუმი ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.

მეტის ნახვა