ახალი ამბები • 1746614340
რატომ არის უმაღლესი განათლება მნიშვნელოვანი | სტუდენტებისა მოსაზრებები
ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში იყო შემთხვევა როცა მშობლები ბებია ბაბუები თუ სხვა ოჯახის წევრები გვირჩევდნენ და მიგვითითებდნენ, რომ განათლება აუცილებლად უნდა მიგვეღო. გვასწავლიდნენ, რომ კითხვა მნიშვნელოვანია და ა.შ. თუმცა ისმის კითხვა, რატომ არის განათლება მნიშვნელოვანი? პასუხი მარტივია - განათლება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამსახურის შოვნა და მშობლების ბედნიერების შენარჩუნება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს ცხოვრებაში.
ალბათ არავინ შემედავება თუ ვიტყვი, რომ ეს არის ცხოვრებისეული აქტივობა, მისი შეძენა კი გაქცევს სრულფასოვან, ცივილიზებულ ადამიანად რაც ხელს უწყობს დემოკრატიასა და ცხოვრების მაღალ დონეს.
საინტერესოა, რას ფიქრობენ სტუდენტები, რომლებსაც ვკითხეთ, რა როლი აქვს უმაღლეს განათლებას ჩვენს ცხოვრებაში.

1739131407