როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში და როდის განახლდება სასწავლო პროცესი | სამინისტროს ინფორმაცია

სკოლები

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს დასრულდება და 2024 წლის 15 იანვარს განახლდება.

უწყების ცნობითვე, წელს საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამინისტრომ ავტორიზაცია, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 332 სკოლას მიანიჭა.

აჭარაში, ავტორიზაცია სულ 22-მა საჯარო სკოლამ გაიარა. მთლიანობაში, საქართველოში 2 ათასზე მეტი საჯარო სკოლაა.

მეტის ნახვა