"საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა" - ბათუმში, სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა

„საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“- ბათუმში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. საგანმანათლებლო ღონისძიებაზე, ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების პრეზენტაციები მოეწყო.

ჩატარდა ვოქრშოფები, შემეცნებითი ვიქტორინები და ექსპერიმენტები მოსწავლეებისთვის. გამოიფინა საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უნივერსიტეტის პავილიონები. ღონისძიება მოიცავდა სამეცნიერო კონფერენციასაც სახელწოდებით, „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II“.

მეტის ნახვა