ახალი ამბები • 1747046220
სტუდენტური თვითმმართველობა - როლი და რეალობა
TV25 დაინტერესდა როგორ ესმის ბსუ-ს თვითმმართველობის მნიშვნელობა. თუ კი უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდს გადავხედავთ, ასეთ განმარტებას შევხვდებით - თვითმმართველობა არის სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მართვაში მონაწილეობს და იცავს მათ უფლებებსა და ინტერესებს. უნდა ვაღიაროთ, რომ განმარტება საკმაოდ მაცდურია, თუმცა როგორც TV25-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზივით გამოჩნდა, თვითმმართველობის ამოცანა ბევრად მეტია. ეს, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად. საიდუმლოდ მართული სქემის მთავარ მისიად იმ პირებისა და ჯგუფების დისკრედიტაციაა, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მისამართით განსხვავებულ აზრებს გამოთქვამენ. რეალურ და გაუმართლებელ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეულ ინსტიტუტზე თამარ კიკნაძე გიამბობთ.
სტუდენტური თვითმმართველობიდან აქტიურ პოლიტიკაში წასული ბევრი გვინახავს. ამაში განსაკუთრებული არც არაფერი იქნებოდა, რომ არა პრაქტიკა, რომელიც ქართულ რეალობაშია. ისინი არა იმდენად საუნივერსიტეტო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის იბრძვიან, არამედ ამბიციების, გეგმების, დასაქმების და სხვა მიზების მისაღწევად. რაც მთავარია, მათ, ძირითადად, ესა თუ ის სახელისუფლებო გუნდი, ჯერ სათავისოდ იყენებს, შემდეგ კი ყველაზე აქტიურებს, გაწეულ სამსახურს სხვადასხვა ფორმით უფასებს. ჩვენი რესპონდენტების თქმით, შედეგი ერთია - მუდმივად მონების ახალი თაობა იზრდება.
საბჭოთა ეპოქაში შექმნილი მანქანა, ჯერ კიდევ წარმატებით მუშაობს და იყენებენ. მეთოდს არავინ ცვლის, მხოლოდ ერთეულები ფიქრობენ, ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა ამბობენ, რომ მოდელი შესაცვლელია, რომ ცენტრალიზებული ფორმით სტუდენტურ გაერთიანებას, მათი თემატურ ჯგუფებად დაყოფა ბევრად სჯობია. ლექტორები ამბობენ, რომ სტუდენტური გაერთიანება, არშემდგარ დემოკრატიებში გაუმართლებელია.
იმაზე, რომ სტუდენტებმა თუ სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, უნივერსიტეტი და სტუდენტები, პოლიტიკური მიზნებისთვის ვერ გამოიყენონ, პასუხისმგებლობა, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას ეკისრება - ამბობს ჯემალ ანანიძე, რომელმაც უნივერსიტეტში წლები გაატარა.
თუმცა ასე მხოლოდ ნაწილი ფიქრობს. მაგალითად, ბსუ-ს რექტორმა დღეს ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა.
რატომ არ იცვლება რეალობა, კომუნიკაციების სპეციალისტი - ნათია სირაბიძე გაუბედავ საზოგადოებაზე საუბრობს. ამბობს, რომ ვინც არაჯანსაღ სურათს ხედავს, უნდა ეყოს გამბედობა, ცვლილებისთვის იბრძოლოს.
სტუდენტურ თვითმმართველობაში, ცხადია ნაწილი წევრიანდება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტის კანონიერი უფლებების დაცვას, უზრუნველყოს მათი ჩართულობა უნივერსიტეტის მართვაში, თუმცა ფაქტი ჯიუტია - ყველაფრის მიუხედავად, საერთო ჩატს, სადაც დავალებებს „ქართული ოცნების“ წევრისგან იღებენ, ჰქვია - ბსუ 41.

1739131407