60 წელს ზევით ადამიანებში უკბილობით საქართველო მე-7 ადგილზეა - ჯანმოს საგანგაშო ანგარიში

60 წელს ზევით ადამიანებში უკბილობით საქართველო მე-7 ადგილზეა - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს მოხსენებაში ვკითხულობთ. მოწოდება ეხმაურება საგანგაშო ციფრებს, რომლის თანახმადაც რეგიონს პირის ღრუს ძირითადი დაავადების შემთხვევების ყველაზე მაღალი გავრცელება ახასიათებს, ევროპის 53 ქვეყანას შორის. ჯანმოს ანგარიშით, ჯანდაცვის ეროვნული დაფარვის პაკეტები უნდა მოიცავდეს პირის ღრუს მოვლის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ან უფასოდ ან იმ ფასად, რომლის გადახდაც მოსახლეობას შეუძლია. როგორია ქართული რეალობა?

შუშანა ბათაძე 70 წლისაა. უკვე ოცი წელია საკუთარი კბილები არ აქვს. ვერც ხელოვნული გაიკეთა. იმიტომ, რომ წლების წინ, არც შემოსავალი ჰქონდა და არც პენსიას იღებდა. ახალა, ფული სხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლების შესაძენად სჭირდება.

ასეთი ისტორია, დღის ერთ პატარა მონაკვეთში, სიუჟეტის გადაღებისას,  უამრავი მოხუცისგან მოვისმინეთ. სიღარიბის გამო, ადამიანები მკუნალობას, კბილის ამოღებას ამჯობინებდნენ. საბოლოოდ, ასევე მაღალი, ყოველ შემთხვევაში თავიანთი შემოსავლებისთვის, ძვირი  ფასების გამო, ვერც ალტერნატივას მიმართეს.

საკითხზე სპეციალური კვლევა, ევროპის მასშტაბით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაციამ მოამზადა. დასკვნის მიხედვით, ევროპისა და აზიის  53 ქვეყანას შორის, საქართველო, უკბილობით მეშვიდე ადგილზეა. ჯანმოს მიერ, წევრი სახელმწიფოებისთვის გაცემულ სარეკომენდაციო ნაწილში ვკითხულობთ: 

ის, რომ, სხვაობა, თუნდაც ვიზუალური, ქართველ და ევროპელ მოხუცებს შორის შეუდარებლად დიდია, ამაზე ორგანიზაცია „ღირსეული სიბერეც“ საუბრობს. იმის გათვალისწინებით, რომ უკბილობას და სხვა ორალურ პათოლოგიებს, ბევრი გართულება ახლავს, მიზნობრივი პროგრამის არსებობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხელმძღვანელი ნანა კლანდაძე. ფიქრობს, რომ წლების წინ მოქმედი პროგრამა - „ღიმილიანი საქართველო“ უნდა განახლდეს, თუმცა, კეთილსინდისიერად განხორციელდეს.

ცხადია, სტომატოლოგიური სერვისების სიძვირე, მხოლოდ, საქართველოს პრობლემა არ არის და გამოწვევა ბევრ ევროპულ სახელმწიფოსაც უდგას. ეს ჯანმოს კვლევაშიც წერია, თუმცა, ევროპისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში, ადამიანები ბვერად დიდ სიღარიბეში ცხოვრობენ, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მმართველმა გუნდმა, ეკონომიკის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს, შეიმუშაოს საჭირო გეგმა და გამოწვევა ეტაპობრივად დაძლიოს. 

როგორია მმართველი გუნდის და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის პოზიცია, მათი თვალით დანახული გამოწვევა,  პრობლემის გადაჭრის გზა და შესაძლებლობა, თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ, არაკომპეტენტურობის მიზეზით, საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

მეტის ნახვა