აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობის დაფინანსება დაიწყო

მიმდინარე წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თვალის ბადურის მძიმე დაავადებების ინტრავიტრეალური მკურნალობის დაფინანსება დაიწყო. პროგრამა ვაუჩერული მეთოდი ხორციელდება და ბენეფიციარებს ამ ეტაპზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და 200 ათასი სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები წარმოადგენენ. პაციენტებს სრულად უფინანსდებათ მედიკამენტების ღირებულება.

მთავარი პირობა კი ის არის, რომ მოსარგებლე ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის, ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის  ტერიტორიაზე. ბენეფიციარს აქვს უფლება თავად შეარჩიოს სამედიცინო დაწესებულება.

პირველ მოსარგებლეებს მინისტრი ნინო ნიჟარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე შეხვდნენ.

მეტის ნახვა