ახალი ამბები • 1746614340
აჭარის უმაღლეს საბჭოში, პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
ჯანდაცვა
1685008118
აჭარის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრეს.
სხდომაზე, მადლობის სიგელები გადასცეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს და აჭარის უმაღლესის საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ილია ვერძაძეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ უნდა დაინერგოს DRG სისტემა.
ეს ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა