დაზღვევა "ქართულად" - რატომ განსხვავდება სამედიცინო სერვისების ფასები სადაზღვევო მომსახურებისას და მის გარეშე?

სამედიცინო დაზღვევა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სოციალური გარანტიაა, რომლის მიზანი,  ფულადი შენატანების  მეშვეობით, საჭიროებისას, ხელშეკრულების საფუძველზე პირისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაა - ამას „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონიც განმარტავს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა,  ქართული რეალობაში კანონი სრულყოფილად არ სრულდება. მას რიგ შემთხვევაში  სხვადასხვაგვარი გაგება აქვს. რატომ ჯდება სამედიცინო სერვისი დაზღვევით ხშირად იმაზე ძვირი, ვიდრე მის გარეშე. შეღავათის მოლოდინით დაზარალებული მოქალაქეები პრობლემაზე სოციალურ ქსელში წერენ.

სამედიცინო დაზღვევა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სოციალური გარანტიაა, რომლის მიზანია ფულადი შენატანების  მეშვეობით, საჭიროებისას, ხელშეკრულების საფუძველზე პირისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება -  ამას „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს. ანუ, ყოველთვიურად ფულს იხდი იმისთვის, რომ თუ საჭიროება დადგება, სამედიცინო სერვისი, ხელმისაწვდომ ფასად მიიღოთ და მომსახურების საფასური სრულად ან ნაწილობრივ სადაზღვევო კომპანიამ დაფაროს. კანონი ერთს ამბობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ქართული რეალობაში მას რიგ შემთხვევაში სხვადასხვაგვარი გაგება აქვს, იმგვარი, რომ საბოლოოდ ისევ მომხმარებელი ზარალდება. მანკიერ მხარეზე, სოციალურ ქსელში,  სტატუსი პაატა დიასამიძემ დაწერა.

ჯანდაცვის ექსპერტები საუბრობენ,  რომ ეს პრობლემა რეალურია და ძირითადად სტომატოლოგიური მომსახურებისას დგას, რადგან, სერვისი ძვირია და ყველაზე ნაკლებად ფინანსდება დაზღვევისას. მათი თქმით, სქემა ასეთია: სადაზღვევო, სტომატოლოგიურ კლინიკას მომხმარებელს უგზავნის, სანაცვლოდ კი მომსახურებისთვის დაბალ თანაგადახდას სთავაზობს, სწორედ ამიტომ, შემდეგ სამედიცინო კაბინეტი დარჩენილ თანხას მომხმარებლისგან იღებს, რაც საბოლოოდ იმაზე ძვირი გამოდის, ვიდრე დაზღვევის გარეშე.

რატომ ვიხდით ფულს სამედიცინო დაზღვევისთვის, მაშინ, როცა, თუნდაც ერთეულ შემთხვევებში, მომსახურება პოლისის გარეშე უფრო იაფია, ამაზე არც კლინიკები გვესაუბრებიან და არც თავად სადაზღვევო კომპანიები. პირად საუბარში, მხოლოდ, ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ თქვა, რომ მათ არ აქვთ საშუალება, შეადარონ, რა ფასად სთავაზობს მომსახურებას, მაგალითად, სტომოტოლოგიური კლინიკა პაციენტს დაზღვევის გარეშე. კონტრ-კითხვაზე, როგორ ადგენენ  თანადაფინანსების ოდენობას პროვაიდერ კლინიკებთნ, თუ არსებულ ფასებს არ ეცნობიან, აღარ გვიპასუხეს. მხოლოდ ის განმარტეს, რომ დაზღვევის პირობები ყოველთვის დეტალურადაა გაწერილი ხელშეკრულებებში.

მეტის ნახვა