ჯანმო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კვების რაციონიდან ტრანსცხიმები ამოიღონ - "Fast Food"-ების საფრთხეები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კვების რაციონიდან ტრანსცხიმები ამოიღონ - ანუ აღარ მიიღონ საკვები, რომელიც სწრაფი კვების ობიექტებში მზადდება. ჯანმო იმ დაავადებებზე საუბრობს, რომელსაც ე.წ ფასთ ფუდი იწვევს. მოქალაქეების ნაწილი, სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული საკვების მიღებისგან თავს იკავებს. ნაწილისთვის კი, ე.წ ფასთ ფუდი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია.

სწრაფი კვების ობიექტებთან, რომ რიგები მუდმივადაა ეს ახალი არაა. ზრდასრული მოქალაქეები თუ ბავშვები ე.წ ფასთ ფუდს მუდმივად მიმართავენ. იციან, რომ მსგავს ობიექტებზე მომზადებული საკვები ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, ამბობენ, რომ მარტივი გამოსავალია.

მოქალაქეების ნაწილი, სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული საკვების მიღებისგან თავს იკავებს. ფიქრობენ, რომ ჯანსაღი კვება და მეტი დროის დახარჯვა იმისათვის, რომ  საჭმელი მოამზადონ, გაცილებით, სწორი არჩევანია. ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, რომ „ფასთ ფუდი“ მძიმე დაავადებების გამომწვევია.

ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ სწრაფი კვების ობიექტებში საკვების მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რადგან ტრანსცხიმების მიღება არაერთ დაავადებას იწვევს. ლია ჯაშის განმარტებით, ორჯერ ან სამჯერ ერთსა და იმავე ცხიმში შემწვარი საკვები, კუჭის გაღიზიანებასა და ჭარბ წონიანობას განაპირობებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მოქალაქეებს მოუწოდებს, კვების რაციონიდან სასწრაფოდ ამოიღონ ტრანს ცხიმები, რადგან მისი მიღების მიზეზით, ყოველწლიურად 500 000 ადამიანი ნაადრევად იღუპება. ანგარიშში განმარტებულია, რომ ტრანს ცხიმების მიღება გულის კორონარული დაავადების გართულებებსა და სიკვდილიანობის გაზრდილ რისკს განაპირობებს.

ტრანს ცხიმები ჩვენს სხეულში შეიწოვება გარკვეული ნაერთებით, რომლებიც გადააქვთ ცხიმებს სისხლის ნაკადში. რაც მეტია ტრანს ცხიმი, მით უფრო მეტი რაოდენობით წარმოიქმნება ცუდი ქოლესტერინი და მით უფრო დაბალია კარგი ქოლესტერინის მაჩვენებელი.

ცუდი ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი იწვევს არტერიების დახშობის მაღალ რისკს, შესაბამისად – შეიცავს გულის დაავადებისა და ინსულტის უფრო მაღალ რისკს“.

კვლევაში განმარტებულია, რომ ტრანს ცხიმების ორი სახეობა არსებობს, ესენია - ნატურალური და სამრეწველო. ნატურალურ ცხიმებს შეიცავს რძის პროდუქტები და ხორცი, თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობისთვის ესეც საზიანოა. რაც შეეხება სამრეწველოს. საუბარია მარგარინზე, რომელსაც შემწვარ ან გამომცხვარი საკვებში მუდმივად იყენებენ. ჯანმოს ნუტრიციისა და კვების უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  შესაძლებელია ტრანსცხიმის ამოღება და მისი სხვა ინგრედიენტებით ჩანაცვლება, როგორიცაა მცენარეული ზეთი. ჯანმოს რეკომენდაციით, ქვეყნებმა, მწარმოებლებს ტრანსცხიმების გამოყენება, შესაბამისი რეგულაციებით უნდა აუკრძალონ.

მეტის ნახვა